სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - აშშ-ის მიერ იარაღის ნაწილის სამხრეთ კორეიდან ახლო აღმოსავლეთში განლაგებას ვერ შევაჩერებთ

სამხრეთ კორეა ქვეყანაში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ გარკვეული იარაღის ახლო აღმოსავლეთში განლაგებას ვერ შეაჩერებს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში იგზავნება.

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეულმა წინააღმდეგობა გამოხატა, თუმცა იმ მდგომარეობაში არ არის, მოთხოვნები წაეყენებინა.

ლი ჯე მიუნგის მტკიცებით, ქვეყნიდან აშშ-ის ზოგიერთი იარაღის გატანა ჩრდილოეთ კორეის მიმართ შეკავების სტრატეგიას ხელს არ უშლის.

მედიის ინფორმაციით, ბოლო დროს მიმდინარეობს მსჯელობა სამხრეთ კორეაში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ გარკვეული იარაღის, როგორიცაა არტილერიის ბატარეები და საჰაერო თავდაცვის იარაღი, ქვეყნიდან გატანასთან დაკავშირებით.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა