აზერბაიჯანი ირანს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

აზერბაიჯანმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანში 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და 2 ტონა მედიკამენტებს აგზავნის.

„ჰუმანიტარული დახმარება ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მარაგს მოიცავს. სატვირთო მანქანები უკვე გადიან“, - აღნიშნა ჰასანოვმა.

ასევე, მისი თქმით, ირანში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ბრძანება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გასცა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ