აბას არაღჩი - გავაგრძელებთ სარაკეტო თავდასხმებს ვიდრე საჭირო იქნება - არა მგონია, ამერიკელებთან საუბარი ჩვენს დღის წესრიგში კიდევ იყოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა გააგრძელოს თავდასხმები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები, რომ გავაგრძელოთ მათზე თავდასხმა ჩვენი რაკეტებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ამერიკულ მაუწყებელ PBS News-ს.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში აღარ არის.

„არამგონია, ამერიკელებთან საუბრის ან ამერიკელებთან მოლაპარაკების საკითხი კვლავ დაიდოს მაგიდაზე, რადგან ამერიკელებთან საუბრის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. მათთან მოლაპარაკებას გასული წლის ივნისში ვაწარმოებდით და მოლაპარაკებების შუაგულში თავს დაგვესხნენ. წელსაც სცადეს დავერწმუნებინეთ, რომ ამჯერად სხვა დროა. დაგპირდნენ, რომ ჩვენზე თავდასხმის განზრახვა არ ჰქონდათ და სურდათ ირანის ბირთვული საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა. საბოლოოდ დავთანხმდით. მაგრამ, კვლავ, მოლაპარაკებების სამი რაუნდის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებებში ამერიკულმა გუნდმა თავად განაცხადა, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაინც გადაწყვიტეს ჩვენზე თავდასხმა. ამიტომ, არა მგონია, ამერიკელებთან საუბარი ჩვენს დღის წესრიგში კიდევ იყოს“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა