ავსტრალიის შს მინისტრი - ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 5 ფეხბურთელს თავშესაფარი მიანიჭა

ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 5 ფეხბურთელს თავშესაფარი მიანიჭა, - ამის შესახებ ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტონი ბურკმა გამოაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება ნაკრების სხვა წევრებისთვისაც ძალაშია, სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობას ყველა მათგანი არ გამოიყენებს“, - განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთი ფეხბურთელისთვის ჰუმანიტარული ვიზების მინიჭების შემდეგ განაცხადა, რომ „ისინი ავსტრალიაში უსაფრთხოდ არიან“.

ასევე, მისი თქმით, ავსტრალია მზად არის ირანის ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც დაეხმაროს, თუმცა გადაწყვეტილება მათ თავად უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, ავსტრალია აზიის თასს მასპინძლობს, რომელმაც სათავე მაშინ აიღო, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირის პირველი მატჩისას ჰიმნი არ შეასრულეს, ხოლო ამის შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ფეხბურთელები „მოღალატეებად“ მოიხსენია. ირანის ეროვნული ნაკრები ტურნირს კვირას გამოეთიშა.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ენტონი ალბანეზეს მოუწოდა, რომ ირანელი ფეხბურთელებისთვის თავშესაფარი მიეცა. მოგვიანებით, ტრამპი ალბანეზეს ესაუბრა და განაცხადა, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე მუშაობდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა