„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის ელჩებს გააძევებენ, ჰორმუზის სრუტით თავისუფლად სარგებლობის საშუალება ექნებათ

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ნებისმიერ არაბულ ან ევროპულ ქვეყანას, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის ელჩებს თავისი ტერიტორიიდან გააძევებს, ჰორმუზის სრუტეში შეუზღუდავი გავლის უფლება მიეცემა.

მათი განცხადებით, ამ ქვეყნებს „სრული უფლება და თავისუფლება“ ექნებათ ჰორმუზის სრუტე ტრანზიტის განხორციელებისთვის გამოიყენონ, თუ ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ როგორც ისრაელთან, ასევე შეერთებულ შტატებთან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება.

„თუ ირანი ისეთ რამეს გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა