ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სახალხო დამცველს ხვდება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო სახალხო დამცველს ხვდება.

შეხვედრა ომბუდსმენის აპარატის ოფისში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე მიხეილ ყაველაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს დღეს დაასრულებს. მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა