რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს.

მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარის გაღებას ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარი გაუღოს ომის დასრულებას.

გუშინ საღამოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ერდოღანმა ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის მეგობრობას“.

შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს თავდაცვის სისტემების მიერ მოგერიებული ირანული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა