დიმიტრი პესკოვი - უკრაინის საკითხზე სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ამით ყველა დაინტერესებულია - კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია

უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კონკრეტული თარიღი და ადგილი ჯერ დადგენილი არ არის. სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ამით ყველა დაინტერესებულია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსული მხარე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მუდმივ კონტაქტშია.

„უიტკოფი რუს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტშია. კომუნიკაციის ეს არხი მგრძნობიარე საკითხებზე სიგნალების გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გადაიდო.

„ამ მომენტისთვის პარტნიორების მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა გადატანილი და ამის გამო, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა ამერიკელების წინადადებით გადაიდო“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა