გრიგოლ გეგელია - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა გამოწვევასთან და დეტალთან დაკავშირებით - კარგად იყვნენ ინფორმირებული პარტიებთან კონსულტაციებამდეც

მინდა მივესალმო სულისკვეთებას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მხრიდან მძიმე ანტიქართული, ეროვნულ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის კუთხით დადებითი ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით დავინახეთ, - ეს განცხადება დღეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.

გეგელია აღნიშნავს, რომ დელეგაცია ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა გამოწვევასთან და დეტალთან დაკავშირებით.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან, რომელიც მაღალი კალიბრის დელეგაციაა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა.

დელეგაცია ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა გამოწვევასთან და დეტალთან დაკავშირებით. ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებული პარტიებთან კონსულტაციებამდეც. ახლა კიდევ უფრო კარგად არიან ინფორმირებული ყველა კრიტიკული მიმართულების თაობაზე.

მზად ვართ, ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვითანამშრომლოთ. ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას, ახალ არჩევნებს, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ქართული ადეკვატური სტაბილური პოლიტიკური სისტემის მიღწევას, რაც ყველა ქართველის ინტერესების სამსახურში იქნება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ