პერე ჟოან პონს სამპიეტრო - დემოკრატია შეჯიბრს იმსახურებს, საკითხი პრემიერ-მინისტრთან და დანარჩენ აქტორებთან წამოვაყენეთ - აუცილებელია ყველა პარტიას შეეძლოს შეჯიბრი

დემოკრატია შეჯიბრს იმსახურებს, საკითხი პრემიერ-მინისტრთან და დანარჩენ აქტორებთან წამოვაყენეთ - აუცილებელია ყველა პარტიას შეეძლოს შეჯიბრი, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, თუ შეეძლებათ დახმარება, „ყოველთვის აქ არიან“, მაგრამ ყველა აქტორს უთხრეს, რომ გარკვეული საკითხები „ქართველებს შორის უნდა მოგვარდეს“ .

ასევე, სამპიეტრომ განმარტა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი დამთხვევაა და კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტების საქმიანობასთან, თუმცა შეხვედრების ფარგლებში აღნიშნულ საკითხზეც იყო საუბარი.

„ჩვენი და მათი ვიზიტი, რა თქმა უნდა, დამთხვევაა. რა თქმა უნდა, ვახსენებდით, ისინიც ახსენებდნენ, მაგრამ ჩვენთან კავშირში არაა. წვდომა არ მაქვს [“მოსკოვის მექანიზმის”] ანგარიშზე, არ მინახავს…

ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა აქტორთან ჩართულობა შევძელით. შევძელით იმის თქმა, თუ რეალურად რას ვფიქრობთ. ერთ რამეს დავამატებ - დემოკრატია, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაში, შეჯიბრს იმსახურებს. ეს საკითხი ასევე პრემიერ-მინისტრთან წამოვაყენეთ, დანარჩენ აქტორებთანაც წამოვაყენეთ, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეჯიბრი იყოს, რომ ყველა პარტიას შეეძლოს შეჯიბრება”, - განაცხადა სამპიეტრომ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ