ლაშა ფარულავა - ყულევთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში, სავარაუდოდ, ლევან დავითაშვილის გამოკითხვის ოქმი გააგზავნეს

სავარაუდოდ ლევან დავითაშვილის გამოკითხვის ოქმი გააგზავნეს ევროსტრუქტურებში, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა ყულევის პორტის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას.

ფარულავას თქმით, პრობლემა ქართულმა მხარემ თავად შექმნა, როცა წამოიწყო "თაღლითური სქემა", შესაბამისი ნებართვა კი გასცა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ უფრო მეტი იმუშავა, უფრო მეტი ფაქტები და მტკიცებულებები გაუზიარა ევროპელ პარტნიორებს აზერბაიჯანის მთავრობამ და „სოკარმა“, ვიდრე ქართულმა მხარემ.

„ყულევის ნავსადგური წლებია ოპერირებს საქართველოში და ის არის „სოკარის“ მფლობელობაში. მას არასოდეს პრობლემა არ ჰქონია, არასოდეს არ მოხვედრილა საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში, მით უმეტეს სასანქციო განხილვებში. როდის დაიწყო ეს ყველაფერი? როდესაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა დავითაშვილმა და შესაბამისი ლიცენზიები და ნებართვები მისცეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ყულევში და დაიწყო ქარხნის მშენებლობა. ოღონდ ეს ფიქტიური მშენებლობაა, იქ არაფერი არ მუშაობს, არანაირი ქარხანა არ არსებობს. ქარხანა, რომელიც არ არსებობს, თვეში 60 მილიონის ნავთობპროდუქტს აგზავნის ევროპაში. საბოლოო ჯაში დადასტურდა, რომ ეს არის რუსული სანქცირებული პროდუქტი. ნავსადგური ცალკეა, ქარხანა ცალკეა და ამ ნავსადგურს ქარხნის გამო შეექმნა პრობლემა. უფრო მეტი ფაქტები და მტკიცებულებები გაუზიარა ევროპელ პარტნიორებს აზერბაიჯანის მთავრობამ და „სოკარმა“, ვიდრე ქართულმა მხარემ. რატომ? იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ თვითონ შექმნა ეს პრობლემა, თვითონ წამოიწყო თაღლითური სქემა. ნებართვა გასცა დავითაშვილმა, მოხსნეს და ქარხანაში დაინიშნა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ამაზე მეტი კორუფცია და ინტერესთა შეუთავსებლობა რა არის?“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ