სტივ უიტკოფი - რუსებმა თქვეს, რომ ირანს სადაზვერვო ინფორმაციას არ უზიარებენ - იმედი ვიქონიოთ, რომ არ უზიარებენ

რუსეთის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს უთხრეს, რომ ირანს სადაზვერვო ინფორმაციას არ უზიარებენ აშშ-ის სამხედრო ძალებზე. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა გააკეთა.

“გუშინ, პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს რუსებმა თქვეს, რომ არ აზიარებენ [სადაზვერვო ინფორმაციას]. ეს თქვეს. ასე რომ, შეგვიძლია დავუჯეროთ. მაგრამ ეს მათ თქვეს”, - განაცხადა მან.

ასევე, სტივ უიტკოფის თქმით, საუბარი ჰქონდათ მას და ჯარედ კუშნერს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან, რომელმაც იგივე გაიმეორა.

გუშინ დილით, ცალ-ცალკე, ჯარედსა [კუშნერს] და მე სატელეფონო საუბარი გვქონდა უშაკოვთან [რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან], რომელმაც იგივე გაიმეორა… იმედი ვიქონიოთ, რომ არ უზიარებენ”, - განაცხადა უიტკოფმა.

ცნობისთვის, აქამდე CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს ამერიკელი სამხედროების, გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობასა და გადაადგილებაზე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება