პრემიერი - რეგიონში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ - ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, წელსაც გიმასპინძლოთ იფთარზე. ეს შეკრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ძმობა, ერთობა და ურთიერთპატივისცემა ურყევია. თითოეულ მუსლიმს საქართველოში, მთელ მუსლიმ თემს ვულოცავ რამადანის წმინდა თვეს. სულ მალე ისლამური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს. ეს არის ერთიანობისა და ძმობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქართული სახელმწიფო თქვენთან ერთად იზიარებს. ჩვენი სიძლიერე არის იმ ერთობაში, რომელიც საქართველოში, ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გვაკავშირებს. დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია ის, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური. ვფიქრობ, ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს რთული ვითარებაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მინდა ვუსურვო მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა, იყოს წინსვლა და განვითარება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება