მარტა კოსი - დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ ჩვენს კონტინენტზე, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება - საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს

საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრობდა.

კოსის თქმით, საქართველოში "ავტოკრატიული სისტემა ახშობს" დემოკრატიულ ხმებს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს კი ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ.

კოსმა მიმართა ქართველხს, რომ ევროპა "ხელს არ იქნევს" მათზე.

"დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ ჩვენს კონტინენტზე. გაფართოება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ ხმებს.

მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს.

და ისინი ["ქართული ოცნება"] საკუთარ ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ.

ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომელიც აფასებს დემოკრატიასა და თავისუფლებას - ჩვენ თქვენზე ხელს არ ვიქნევთ", - განაცხადა კოსმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა