დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ბოლო რამდენიმე საათში 10 დამნაღმველი გემი გაანადგურა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა გაანადგურა 10 დამნაღმველი გემი და დასძენს, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა მოსალოდნელი.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავაზიანეთ და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი გემი, კიდევ ბევრი რამ იქნება მოსალოდნელი!“, - წერს ის.

ტრამპმა მანამდე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განთავსების შესახებ და დაემუქრა თეირანს, თუ ის მსგავს ქმედებებს განახორციელებდა. კერძოდ, ტრამპი აღნიშნავდა, რომ ირანისთვის სამხედრო პასუხი აქამდე არნახული იქნებოდა.

ცნობითვის, CNN-მა განაცხადა, რომ ირანმა დაიწყო ჰორმუზის სრუტის დანაღმვა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი არ არის მასშტაბური და ბოლო დღეებში რამდენიმე ათეული განთავსდა.

ასევე, CBS-მა დაწერა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განლაგებისთვის ემზადება. CBS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანი მცირე ზომის ხომალდებს იყენებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა