აშშ-მა 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

“აშშ-ის ძალებმა 10 მარტს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის რამდენიმე საზღვაო ხომალდი, მათ შორის 16 დამნაღმველი გემი, გაანადგურეს“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა გაანადგურა 10 დამნაღმველი გემი და რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი არ არის მასშტაბური და ბოლო დღეებში რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა. ასევე, CBS-მა დაწერა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განლაგებისთვის ემზადება. CBS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანი მცირე ზომის ხომალდებს იყენებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა