ირანის პრეზიდენტის შვილი - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ომის დროს მიღებული დაზიანებების მიუხედავად უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა, - ამის შესახებ ირანის მთავრობის მრჩეველმა და პრეზიდენტის ვაჟმა, იუსეფ პეზეშკიანმა განაცხადა.

„გავიგე, რომ ბატონი მოჯტაბა ხამენეი დაშავდა. ვკითხე რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ. მითხრეს, რომ, ღმერთს მადლობა, ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“, - დაწერა იუსეფ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელში.

მოჯტაბა ხამენეი საზოგადოებასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ხამენეი აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმების პირველ დღეს დაშავდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა