„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის 12 მარტს, ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, როგორც მაგისტრალურ ასევე გამანაწილებელ ქსელებზე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 12 მარტის დღის 12:00 საათიდან 13 მარტის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

„აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 12 მარტის დღის 12:00 საათიდან 13 მარტის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ვაშლიჯვრის დასახლების კორპუსებს, ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის ქუჩებს, შესახვევებს და კორპუსებს, მარშალ გელოვანის გამზირს, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის ქუჩებს, დიდ დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონებს და დავიქტორ ნოზაძის ქუჩას. ბენდუქიძის დასახლებას, ხელაშვილის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, ფერაძის, გოგიაშვილის, მაქს ტილკეს, ცხაკაიას, გეხტმანის, ჭანდარის, ჰენრიკ პრინევსკის, ასმათის, ჰაინრიხ კლაპროთის, არჩილ მეფის, რამაზის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ჯავახიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, სონღულაშვილის, უგრელიძის, მარკო პოლოს, ჟოზეფ ტურნეფორის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, არქანჯელო ლამბერტის, კრისტიან სტივენის, იან ჰომერის, იაკობ რაინეგსის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, ტარიელის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, გულანშაროს, მულღაზანზარის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, შეყლაშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ბატონიშვილის, რჩეულიშვილის, შმერლინგის, ნინო აბაშიძე ორბელიანის, ტიმოთე ბელოის, იასე შაქარაშვილის, ბაგრატ III-ს, თეიმურაზ I-ისა და თეთრი დუქნის ქუჩებს, ლევან ფირცხელიანის, თინათინ წერეთლის, ვალენტინ თოფურიას, თოფურიძის, ციალა გაბაშვილის ქუჩებს.

ქოშიგორასა და სასოფლოს დასახლებებს, სოფელ ზურგოვანს, დიღმის სასწავლო მეურნეობას, მუხათგვერდის გზას.

დიდუბის რაიონში - აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივი I კვარტლის N10, N11, N12 კორპუსებს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები