„ევროპის უნივერსიტეტში“ აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 მარტს „ევროპის უნივერსიტეტში აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას წარმოადგენდნენ: ჯონ სილვერი, აშშ-ის საელჩოს (ანკარა) რეგიონული ინგლისური ენის ოფიცერი, ლია გუმბერიძე, აშშ-ის საელჩოს (თბილისი) ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი და აიჩან იამანი, აშშ-ის საელჩოს (ანკარა) რეგიონული ინგლისური ენის სპეციალისტი.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მხრიდან კოლეგებს უმასპინძლეს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ვიცე-რექტორმა სოფიო ხუნდაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, მარიამ ორჯონიკიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ლაურა პაპასქუამ.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზებას.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიის შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობების მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა