მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეხვედრა გაიმართა

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ, პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ შიდა ქართლის მხარეში თამაზ ბესტაევმა და გორის მერის მოადგილე იოსებ მაზმიშვილმა.

„ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს მომხმარებელთა უფლებების ძირითადი პრინციპები გააცნეს, ასევე განიხილეს სამედიცინო დაზღვევიდან გამომდინარე არსებული გამოწვევები, რასთან დაკავშირებითაც დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის მცხოვრებლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა