ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს შეხვდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.

„გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში დავით გაბაიძემ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასოციაციაში მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა