„ზღაპარის“ დირექტორი - პროდუქტებზე ფასის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ორი-სამი დღე, გრძელ ვადაში ვერანაირად ვერ გავაიაფებთ - ეს შეუძლებელია!

სავაჭრო ქსელ „ზღაპარის“ დირექტორის, თამარ უდესიანის განცხადებით, მოთხოვნის საფუძველზე კვებით პროდუქტებზე ფასის შემცირება შეუძლებელი იქნება.

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საშუალო და მცირე ზომის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს უსმენენ, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ მოწვეულ პირებს შემდეგი კითხვით მიმართა: - „კომისიის წარმომადგენლებმა რომ გთხოვოთ, რომ ორშაბათიდან, პირობითად 10%-ით, შემდეგი პროდუქტები რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი და მაკარონი გააიაფოთ, შეძლებთ თუ არა ამას?“

კითხვის ავტორმა პასუხად მიიღო, რომ ეს შეუძლებელია.

“რის ხარჯზე წარმოგიდგენიათ აღნიშნული? თუ ეს პრინციპული მოთხოვნაა, რაღაც მოკლე ვადაში შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე და შესაძლებელია ორი-სამი დღე. გრძელ ვადაში აღნიშნულის გაკეთება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თქვენს მიერ ჩამოთვლილ პროდუქტებს ფასნამატი კი არ აქვს, პირიქით. რა თქმა უნდა, გრძელ ვადაში ვერანაირად ვერ გავაიაფებთ - ეს შეუძლებელია!“ - განაცხადა თამარ უდესიანმა.

ამასთან, კიდევ ერთი სავაჭრო ქსელის, "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა აღნიშნა, რომ “ბიზნესი ასე არ მუშაობს, რომ რაღაცა სტრუქტურიდან გაიაფება გვთხოვეს“.

“არა - ვერ შევძლებთ!“, - დასძინა მან.

მათ პასუხი დროებითი კომისიის წევრმა ნინო წილოსანმა დაუბრუნა.

“არც პარლამენტი მუშაობს ისე, რომ რაღაცას გთხოვთ - ჩვენ ვიღებთ კანონებს, რეგულაციებს და შესაბამისად ხდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დისკუსიაში კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის მიერ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლის პროცესში პრობლემები გამოიკვეთა. მისი თქმით, არის სისტემური გეგმა, რომლის მიხედვით, სჯერა, რომ “მნიშვნელოვანი კორექცია მოხდება“.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება