„სამართლიანი არჩევნები“ - „იმედსა“ და „პოსტვ“-ს სანქციების გამო, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ - ამის საპასუხოდ, ისინი „ფეისბუქზე“ ახალი გვერდების გახსნას ცდილობენ

„იმედსა“ და „პოსტვ“-ს სანქციების გამო, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ - ამის საპასუხოდ, ორივე ტელეკომპანია „ფეისბუქზე“ ახალი გვერდების გახსნასა და მათი მეშვეობით კონტენტის რეკლამირებას ცდილობს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, მარტში „პოსტვ“-მ 2 „ფეისბუქგვერდი“ შექმნა, „იმედმა“ კი ერთი.

„24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ქართულ ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და „პოსტვ“-ს სანქციები დაუწესა, რის გამოც, ამ მედიაორგანიზაციებს, სხვა პრობლემებთან ერთად, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის დასპონსორების/რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ შეზღუდვებზე საპასუხოდ, ორივე ტელეკომპანია „ფეისბუქზე“ ახალი გვერდების გახსნასა და მათი მეშვეობით კონტენტის რეკლამირებას ცდილობს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა „პოსტვ“-ის 2 ახალი გვერდი, რომლებიც სანქციების დაწესების შემდეგ, მარტში შეიქმნა და ფეისბუქზე რეკლამებს ათავსებდა. ამ გვერდებმა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და ყველა რეკლამა მომდევნო 2 დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკის შენიშვნაში (ე.წ. „დისქლეიმერში“) იდენტური საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული.

„პოსტვ“-ის მსგავსად, აუდიტორიის მოზიდვისთვის ფეისბუქზე რეკლამების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს „იმედიც“. მის მთავარ გვერდებზე რეკლამების შეწყვეტის შემდეგ, 3 მარტს, შეიქმნა "ფეისბუქგვერდი „იმედის მხარდამჭერები.“ გვერდმა Meta-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა 5 მარტს მიიღო და იმ დღესვე დაასპონსორა ვიდეო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა