გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - აღმოსავლეთში კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს და მსოფლიოში აფერხებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს

აღმოსავლეთში კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს და მთელ მსოფლიოში აფერხებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ტომ ფლეტჩერმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში შეფერხებამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს სუბსაჰარულ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.

“ნამდვილად შეშფოთებული ვარ საკვების ფასებზე, ენერგეტიკის ფასებზე… შეშფოთებული ვარ, რომ შემდგომი ესკალაცია დააზიანებს მიწოდების სხვა მარშრუტებს…

ამ ყველაფერს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებებზე, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების სივრცეებში სუბსაჰარულ აფრიკაში. მაგრამ უფრო ფართოდ, ეს ფასებს ზრდის და უფრო მეტ ხალხში ზრდის გაჭირვებას”, - განაცხადა ფლეტჩერმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა