ემანუელ მაკრონი - “დიდ შვიდეულში” კონსენსუსია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია არ უნდა შევცვალოთ - ჰორმუზის სრუტის ბლოკადა არანაირად არ ამართლებს სანქციების გაუქმებას

“დიდი შვიდეულის” კონსენსუსია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია არ უნდა შევცვალოთ, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა არანაირად არ ამართლებს სანქციების გაუქმებას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა “დიდი შვიდეულის” ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესწრებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ჰორმუზის სრუტის ბლოკადა “არანაირად არ ამართლებს [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების გაუქმებას”, მაშინ როდესაც აქამდე ტრამპს ამის შესაძლებლობა უხსენებია.

“ვიდეოკონფერენციით ჩატარებული “დიდი შვიდეულის” ამ განსაკუთრებული შეხვედრის დასკვნაში, კონსენსუსი იყო, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია არ უნდა შევცვალოთ და უკრაინისთვის ძალისხმევები შევინარჩუნოთ”, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “დასტური არ არის არც ჩვენი პარტნიორების სამსახურებისგან და არც ჩვენი საკუთარი სადაზვერვო სამსახურებისგან”, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებს იყენებს და აღნიშნა, რომ “ეს მძიმე არჩევანი” იქნება თეირანისთვის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა