მალგოჟატა გოშევსკა - თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს - ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

თბილისს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად. კანონები, რომლებიც თავისი ბუნებით რეპრესიულია, გაწვეულ იქნას. ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია მას დაეხმაროს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.

მისი თქმით, "ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებში, პოლიტიკურ ძალადობაში იხრჩობა".

"150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, ვინც შეხედულებებისთვისა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან. ბატონი სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, ამის მაგალითია. მსურს ვახსენო, რომ ფაქტი არ არის ნახსენები რეზოლუციაში, რომელზე მოლაპარაკებაც გუშინ იყო. ეს მაკვირვებს, მაღელვებს. პოლიტიკური თამაშების დრო არაა. ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის, კანონის უზენაესობის ნაკლებობას ამ ქვეყანაში. ამაზე შესწორებები წარვადგინე.

ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი - რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდით, დეზინფორმაციით მუშაობს, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირის სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტული სტილის მედიას, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე" , - განაცხადა გოშევსკამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება