ნატალი ლუაზო - ევროკავშირისგან მკაცრი ზომების მიღებას მოვითხოვთ, მაგრამ არ არსებობს ნება, რომ მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება - პუტინი გვიყურებს

ევროკავშირისგან მკაცრი ზომების მიღებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში არ არსებობს ნება, მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება, მაგრამ საქართველოსთვის დროის გამოყოფა ღირს.

„საბედნიეროდ, არის ერთი ევროპული ინსტიტუტი - ევროპარლამენტი, რომელიც ევროკავშირის ღირსებას იცავს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერი პირისთვის, ვინც უარს ამბობს იმაზე, რომ მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, აკადემიკოსებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რეპრესიები ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ჩვენ ევროკავშირისგან მკაცრი ზომების მიღებას მოვითხოვთ. მაგრამ რას ვხედავთ საბჭოში? არ არსებობს ნება, რომ მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება. ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ ძალიან ცუდ მესიჯს ვგზავნით. საქართველოსთვის დროის გამოყოფა ღირს, მაგრამ მოვახერხებთ ამას, როდესაც კომისია იქ დემოკრატიისთვის არაფერს აკეთებს?“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა