მარკეტა გრეგოროვა - ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? - რა უშლის მათ ხელს?

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს, არ მადარდებს თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს ამას, დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? რა უშლის მათ ხელს? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

“პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას, დაკავება და დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიული ვარდნის კიდევ ერთი ნაბიჯია. ელენე მმართველი პარტიის წინააღმდეგ პროტესტის მესიჯების დაწერისთვის დააკავეს და ახლა ციხეში წლების გატარების წინაშეა, თუ გაამტყუნებენ. ის ერთ-ერთია მრავალ ადამიანთაგან, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ნაწილია", - აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ბოლოს მიღებულ კანონებსაც და განაცხადა, რომ ის "საბაზისო აქტივიზმსა და სამოქალაქო საზოგადოებას კრძალავს" ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან. და არ მადარდებს თუ ორი წევრი ქვეყანა ბლოკავს საბჭოში. დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? არ შეუძლიათ მათ სანქციების შემოღება? რა უშლის მათ ხელს?

წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და სახიფათო სიგნალს აგზავნის, რომ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე შეიძლება”,- განაცხადა გრეგოროვამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა