დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში განაცხადა.

ასევე, მან ისაუბრა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ელენე ხოშტარიას შესახებ და განაცხადა, რომ "მსგავსი შემთხვევები გვაჩვენებს, რომ ქართული რეჟიმი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებს".

მისი თქმით, ამ მიზეზით, არ შეიძლება ევროკავშირს, მის წევს ქვეყნებსა და "ამჟამინდელ ქართულ რეჟიმს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება", თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

"ამავდროულად, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. შესაბამისად, ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს, როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან, ასევე, რეჟიმის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ტერორს.

დღეს ლიეტუვა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების მცდელობებს ყველაზე ადრეულ ეტაპზე და მტკიცედ სჭირდება წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია, მისი დაბრუნება გაცილებით უფრო რთული ხდება”, - განაცხადა ჟალიმასმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება