მირიან ლექსმანი - საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ჟურნალისტების გაჩუმებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შემცირების თვითმხილველები ვართ - არ შეგვიძლია უმოქმედოთ ვიყოთ

ქართველმა ხალხმა ათწლეულების წინაშე ნათელი გახადა - მათ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს სჯერათ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობა. თუმცა, “ქართული ოცნების” ერთპარტიულ მმართველობას, პუტინის სახელმძღვანელოს გამოყენებით, ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ "თვითმხილველები ვართ" მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ძალადობის, ჟურნალისტების გაჩუმებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შემცირების", რომლებიც ნებისმიერ დემოკრატიაშია აუცილებელი.

"ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პრო-ევროპული ხმები არსებული რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან. მათ პატიმრობის წლები ემუქრებათ მხოლოდ ხმის ამოღებისთვის.

როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, არ შეგვიძლია უმოქმედოთ ვიყოთ მაშინ, როდესაც ფუნდამენტური თავისუფლებები იშლება. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ და მსურს კიდევ ერთხელ ვახსენო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამიზნული სანქციების შემოღების საჭიროება, მისი გამანადგურებელი როლისთვის პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და ყველა ქართველზე”, - განაცხადა ლექსმანმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა