ტიერი მარიანი ევროპარლამენტში - 2024 წლიდან ყველაფერს აკეთებთ, რომ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას ძირი გამოუთხაროთ, შეწყვიტეთ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟის გამოყენება

ამ პარლამენტის პოლიტბიურო საქართველოზე საუბარს შეურაცხმყოფელი სიტყვებით აგრძელებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "სამარცხვინო ნეოკოლონიალისტური" მეთოდები უნდა დასრულდეს.

„ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლა, ვიზებით შანტაჟი და ფინანსური მუქარაა. ამჯერად თავდასხმაა „ქართული ოცნების“ პარტიაზე. ეს აშკარა მანიპულირებაა, რადგან არ შეიძლება იმ პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაცია, რომელსაც 2024 წელს მოსახლეობის 50%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა და რომელსაც მყარი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. მათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვთ, რაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიალისტური მეთოდები უნდა დასრულდეს, კერძოდ მაშინ, როდესაც საუბარია სამართლებრივი პროცესების მანიპულირებაზე, როგორც ეს ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაშია. ქართველი მოსამართლეები მითითებებს ბრიუსელიდან არ უნდა იღებდნენ. თქვენ 2024 წლიდან ყველაფერს აკეთებთ, რომ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას ძირი გამოუთხაროთ. შეწყვიტეთ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟის გამოყენება“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა