არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან კიდევ ერთი კონტეინერმზიდი გემი დაზიანდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან კიდევ ერთი კონტეინერმზიდი გემი დაზიანდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ცნობით, კონტეინერმზიდ გემს ჯებელ ალის კომერციულ პორტთა ახლოს ჭურვი მოხვდა.

დარტყმის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.

ამასთან, სპარსეთის ყურეში გემებზე თავდასხმების ფონზე დღეს მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპარსეთის ყურეში თავდასხმა ექვს კონტეინერმზიდ გემზე განხორციელდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა