„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს

კანში, უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე - MIPIM-ზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი წარადგინეს. 13 მარტის ჩათვლით, „ფესტივალების სასახლეში“ მიმდინარე ღონისძიებაზე კომპანიის გუნდი საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის კონცეფციასა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.

ფესტივალის ფარგლებში იმართება „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილია ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და ის გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბიზნეს წრეებს სათანადოდ წარედგინოს, როგორც თავად პროექტი, ისე მთლიანად ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.

„MIPIM-ი მნიშნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც შესაძლებლობა გვეძლევა, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გავზარდოთ პროექტისა და ქვეყნის ცნობადობა. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.“ - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს. პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების დაცვით ვითარდება და მიზნად ისახავს რეგიონის ურბანული განვითარების ახალი სტანდარტის დადგენას.

ამ ეტაპზე პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, რომლის ფარგლებშიც, საპროექტო არეალის 84 ჰექტარი ტერიტორიიდან 48 ჰექტარი უკვე ფორმირებულია.

ფესტივალის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნესპროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ, მულტიფუნქციურ სტენდთან დაინტერესებულ პირებს კუნძულზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მათ შორის არიან ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაში მონაწილეობს, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje, ასევე ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Archiects.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა