რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა.

მიხეილ სარჯველაძემ, თანამშრომლებს, კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და ჯავარა უგრეხელიძეს წარმატებები უსურვა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს როგორც კლინიკურ, ისე ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში. გასულ წლებში, ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. 2024 წლის მარტიდან დღემდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის პროფესიული რეგულირების სამმართველოს უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, 2022-2024 წლებში, მუშაობდა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელად, ასევე სხვადასხვა პერიოდში ეკავა დირექტორის მოადგილის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მენეჯერის პოზიციები.

ჯავარა უგრეხელიძე აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში, იგი მოწვეული ლექტორია თბილისის სამედიცინო აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად კარდიოლოგიასა და ჰიპერტენზიის მიმართულებებს მოიცავს, ხოლო მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ქართულ სამედიცინო გამოცემებში.

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ყოფილ დირექტორს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. გოგა მესხი საქმიანობას სოციალურ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები