დონალდ ტრამპი - ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ

ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ომი უკვე მოგებულია“.

„მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანში ისეთი ლიდერის ნახვა სურს, რომელმაც „იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია“.

„თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის. მაგრამ, ჩვენ ეს არ გვსურს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა