ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შეხვდა. შეხვედრა ბათუში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში რევაზ ნადარაიამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და ეფექტიანი საკონსტიტუციო სამართალწარმოების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ასოციაციაში მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა