რუსული მედია - რუსეთის სამხედრო სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში მონაწილე 15 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სამხედრო სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში მონაწილე 15 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, სამხედრო სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში მონაწილე 19 პირიდან 15-ს სამუდამო პატიმრობა, ხოლო 4 პირს 19-დან 22-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე, სასამართლომ დაკავებულებს თავდასხმის შედეგად დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 200 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 2024 წლის 22 მარტს განხორციელდა, რის შედეგადაც 149 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელებმა დარბაზში ცეცხლი ავტომატური იარაღებიდან გახსნეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო - ხორასანმა“ აიღო.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა