ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, მაშინ ამას ისრაელი თავად გააკეთებს

თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, მაშინ ამას ისრაელი თავად გააკეთებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ისრაელ კაცის ცნობით, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანეს, რომ „ლიბანში მოქმედების გაფართოებისთვის მოემზადონ“.

„გუშინ „ჰეზბოლამ“ ისრაელის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამას ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე დარტყმებით უპასუხა. თუ ლიბანის მთავრობამ არ იცის, როგორ გააკონტროლოს ტერიტორია და შეაჩეროს ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ დარტყმები, მაშინ ტერიტორიას ჩვენ დავიკავებთ და ამას თავად გავაკეთებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა