საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის თბილისის მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ პრეზენტაცია გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია უზრუნველყოფს მოქალაქეების უფასო გადამზადებას იმ სპეციალობებით, რომლებიც დღეს ყველაზე დეფიციტური და მოთხოვნადია, კერძო სექტორში. საუბარი 85 მოქმედ პროგრამას შეეხო, რომელიც სხვადასხვა კოლეჯის ჩართულობით ხორციელდება.

„პროგრამამ 100-ზე მეტი მიმართულებით, უკვე 15 000-ზე მეტი პირი გადაამზადა, რომელთა 75% წარმატებით დასაქმდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც პროგრამის პრაქტიკულ ასპექტებს, ასევე ბიუჯეტს, რომელიც 2 500 000 ლარია, რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი მომზადდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: IT, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, დიზაინი და სხვა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მერიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ პროგრამის შესახებ. ასევე, მერიის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გამოთქვა მზადყოფნა კომპანიების მომართვის შემთხვევაში, იმ ახალი კვალიფიკაციების შესაბამისი მოსამზადებელი პროგრამების დაფინანსება განიხილონ, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის მუნიციპალიტეტის პროგრამაში გათვალისწინებული, თუმცა აღნიშნული კვალიფიკაციების საჭიროება ბაზარზე არსებობს და კომპანიები გადამზადებულ კადრებს დაასაქმებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც შემდგომ ბიზნესსექტორის საჭიროებებსა და მოლოდინებზე დისკუსიით გაგრძელდა.

„აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ბიზნესსექტორისა და მუნიციპალიტეტის კოორდინაციას კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. BAG ინდექსის ბოლო კვლევის თანახმად კვალიფიციური რესურსის დეფიციტი კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება, შესაბამისად, მსგავს პროგრამებთან დაკავშირებით ჩვენი წევრი კომპანიებისა და საზოგადოების ინფორმირება ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს“,- განაცხადა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება