მინისტრი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე - მნიშვნელოვანი იყო, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და ასევე, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები

მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, განბაჟების 1 კუბურ მეტრზე 4.5-ლარიანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტს შეაფერხებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

„ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი თხოვნა და სწორედ, ეს იყო მოტივატორი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულიყო - ერთი მხრივ, შემაფერხებელი ყოფილიყო ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტისა და, მეორე მხრივ, ამ კუთხით შეზღუდვა გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც არის გარემოს დაცვის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა