გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 მარტს 10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ალოტი, ჩეკურაანთგორი, ევჟენტი, ბოკონი. 15:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში - ღულელები, თრანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში.

„11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში - რუსთაველის, ყაზბეგის, ჩარგალეთის, ფიროსმანის, ანდრონიკაშვილის, იოაკიმე და ანას და მიმდებარე ქუჩებზე, ქედის ბოლოს.

11:00-დან 19:00 საათამდე დენი შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ტონჩა, მილახვრიანი, არღუნი. 12:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს - ლუთხუბი, ზანდუკი, ფახვიჯი, საჩალისჭალა და მიმდებარე სოფლებს, ასევე აბონენტებს დაბა ფასანაურში.

11:00-დან 13:30 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში - ვარდისუბანი, გორისციხე, ტყარშეტი. 13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში - ფხელშე, გორისციხე, სტეფანწმინდაში.

12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი, ძალისი, ბიწმენდი, სასახლკარე. 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს წიწამურისა და საგურამოს ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა