ევროკომისიის სპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს ამიერიდან ქვეყნის პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა - ყურადღებით  გავაგრძელებთ დაპირებების შესრულების მონიტორინგს

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან დაპირებები მიიღო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა, ყურადღებით გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების მონიტორინგს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, შავან მაკგერიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ნამდვილად, სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, განვიხილავდით ქართული ყულევის პორტის სიაში დამატებას [რუსეთის] “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებთან ინტერაქციებისა და შეშფოთების გამო, რომ შესაძლოა, ის რუსეთის ნავთობის რეექსპორტისთვის გამოიყენებოდეს, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებს არღვევს.

ასე რომ, ევროკავშირის სანქციების საკითხში წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს მთავრობისგან რიგი დაპირებები მიიღო, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი აქტივობები შეწყდება. და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა.

დამატებითი დაპირებები მივიღეთ SOCAR-ისგან....

რა თქმა უნდა, ყურადღებით გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების მონიტორინგს და არ მოგვერიდება ზომების მიღება ნებისმიერი აქტორის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი სანქციების გავლენისთვის აქტიურ ძირის გამოთხრაში შევამჩნევთ”, - განაცხადა მაკგერიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა