დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა - ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა

სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან ახალ თავდასხმებს იგერიებენ, დუბაის ცენტრში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დუბაის მთავრობის მედია ოფისის ცნობით, მოგერიებული თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა მცირედ დააზიანა.

„წარმატებული ჩაჭრის შედეგად, ნამსხვრევებმა დუბაის ცენტრში მდებარე შენობის ფასადზე მცირე ინციდენტი გამოიწვია“, - აცხადებენ დუბაის მთავრობის მედია ოფისში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ათობით დრონი მოიგერია, რომელთაგან ბევრის სამიზნე ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილები იყო.

დღეს დილით სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება