კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის გაყოფა სურს იმ ტაქტიკით, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს: აშშ-მა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ევროპის გაყოფა სურს. მათ არ მოსწონთ ევროკავშირი“, - განაცხადა კაია კალასმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის მიდგომა იმეორებს ევროკავშირის მოწინააღმდეგეების ტაქტიკას.

მისი თქმით, ბლოკის ქვეყნები უნდა ეცადონ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივ ურთიერთობას, არამედ უნდა გააერთიანონ ძალები და დაიკავონ ერთიანი პოზიცია.

„ჩვენი პასუხი არ უნდა იყოს „ოჰ, მოდით, [ტრამპთან] ორმხრივად ვიმუშაოთ“, არამედ: „მოდით, ერთად ვიმუშაოთ მათთან“. მათ არ მოსწონთ ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნისას თანაბარი ძალები ვართ“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირი იძულებულია შეიძინოს იარაღი აშშ-სგან, რადგან მას არ აქვს აქტივები და შესაძლებლობები.

„ჩვენ ამერიკისგან უნდა ვიყიდოთ, რადგან არ გვაქვს საჭირო აქტივები, შესაძლებლობები. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება ინვესტიციების ჩადება საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიაში“, - აღნიშნა კალასმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა