Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების განცხადებით, დაიწყეს გამოძიება იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა ბელარუსის მთავრობამ დანაშაულები, რამაც მისი ოპონენტების დეპორტაცია გამოიწვია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, მაგრამ საქმე ლიეტუვამ აღძრა, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.

ლიეტუვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურისგან მოითხოვა, გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ბელარუსში და აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაულების ელემენტების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინეს, რომელიც სასამართლოს წევრია.

პროკურორებმა დაადგინეს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ სავარაუდო დანაშაულების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინა, რაც მათ გამოძიების ჩატარების იურისდიქციას ანიჭებს.

პროკურორების განმარტებით, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბელარუსის ქმედებები მიმართული იყო მთავრობის „ფაქტობრივი ან სავარაუდო ოპონენტების“ წინააღმდეგ.

„ასევე არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დანაშაულები ჩადენილი იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით“, - განაცხადეს სასამართლოს პროკურორებმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა