ანტონიო კოშტა - აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნის ცალმხრივი გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია

აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნის ცალმხრივი გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ის გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა გადამწყვეტია იმისთვის, რომ მან მიიღოს სერიოზული მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის.

„სანქციების შემსუბუქება ზრდის რუსეთის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის“, - წერს კოშტა.

ცნობისთვის, აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც 11 აპრილამდე იმოქმედებს და რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა