ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.

„პარასკევს დილით ნატო-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა.

მისი განცხადებით, ნატო „სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს.

ცნობისთვის, მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.