პიტ ჰეგსეთი - ირანის ყველა თავდაცვითი კომპანია მალე განადგურდება - მოჯთაბა ხამენეი  დაჭრილი და სავარაუდოდ, დასახიჩრებულია

ირანის ყველა თავდაცვითი კომპანია ძალიან მალე განადგურდება, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაგალითად, ორი დღის წინანდელი მდგომარეობით, ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მთელი სიმძლავრე, ყველა კომპანია, რომელიც ამ რაკეტების კომპონენტებს აწარმოებს, ფუნქციურად განადგურებულია. შენობები, კომპლექსები და ქარხნული ხაზები მთელ ირანში განადგურებულია“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, დღეს აშშ დარტყმების ყველაზე დიდ რაოდენობას განახორციელებს.

ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი „დაჭრილი და სავარაუდოდ დასახიჩრებულია“.

„მან გუშინ განცხადება გაავრცელა. სინამდვილეში, სუსტი განცხადება, მაგრამ არც ხმა და არც ვიდეო არ იყო. ეს იყო წერილობითი განცხადება.

„ირანს უამრავი კამერა და ხმის ჩამწერი აქვს. რატომ წერილობითი განცხადება? ვფიქრობ, იცით, რატომ. მისი მამა გარდაცვლილია. ის შეშინებულია, დაჭრილია, გაქცეულია და ლეგიტიმაცია აკლია“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა