„არემჯი“ ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე

2026 წლის 9 მარტს, მედია კომპანია The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ყოველწლიური ბიზნესფორუმი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2026“ გაიმართა.

„არემჯის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები დიპლომატიური კორპუსის, მძიმე მრეწველობის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გააზიარეს.

ფორუმის სტუმრებს "არემჯის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიანი სტრატეგია და პრიორიტეტები, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა ზურაბ დევდარიანმა გააცნო.

"ვფიქრობ, რომ თანამედროვე ბიზნეს გარემოში აღარ დგას საკითხი ვირჩევთ თუ არა CSR-ს, ეს არის ბიზნესის გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, აწარმოოს საკუთარი საქმიანობა გარემოს, საზოგადოებისა და მომავალი თაობების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მსგავსი სახის ფორუმები გვაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გავუზიაროთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს თითოეული სექტორის მდგრად განვითარებას".

ფორუმის გამომსვლელებს შორის იყო იტალიის ელჩი საქართველოში Massimiliano D’Antuono. მან საკუთარ გამოსვლაში ბიზნესისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ

შესაძლებლობებზე, რომელსაც საკუთარ საქმიანობაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვით შეიძლება მიაღწიოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა.

დისკუსიის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს ESG სტანდარტების დანერგვაზეც, ბიზნესის როლზე გარემოს დაცვასა და სოციალურ განვითარებაში, ასევე იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართულ კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში ელოდებათ. CSR ფორუმის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა კომპანიებმა უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი მიღწევები სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ თანამედროვე ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება