უკრაინული მედია - რუსეთმა კიევის ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა კიევის ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების მიერ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად კიევის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 8 დაშავდა.

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმების შედეგად ქალაქ ბროვარიში ორი ადამიანი დაიღუპა.

ასევე, კალაშნიკის ინფორმაციით, კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში რუსეთის დარტყმებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

„ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავდასხმის შედეგები რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას და ხალხს დავეხმაროთ“, - განაცხადა კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ